გია ვოლსკი: კალაძეს კორცხელის ინციდენტთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არც აქვს და არც მომავალში ექნება

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მეტი დაფიქრება მართებს განცხადებების გაკეთებისას. მისივე თქმით, კახა კალაძეს კორცხელის ინციდენტთან არანარია კავშირი არ აქვს.

„მგონია, კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არც აქვს და არც მომავალში ექნება. კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რა საკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა საკუთარი თავი პრეზიდენტს, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს.

banner
წინა სტატიაშილავროვი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საშუალო განათლების სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი