გია ვოლსკი: ივერ მელაშვილზე თავდასხმა “გარკვეული ჯგუფების” ტაქტიკაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივერ მელაშვილზე 1 თებერვალს მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარტოგრაფის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე “გარკვეული ჯგუფების” ტაქტიკაა.

“გასაგებია, რომ ეს ადამიანები, მეტად ამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები, და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე ხელი მოაწერეს, მათ შორის ერთი მათგანი უნდა ატარო თავშეყრის ადგილებზე, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს”, – თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი სასამართლომ 29 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, 1 თებერვალს კი ივერ მელაშვილს “ალტა ოქეის” მაღაზიაში თავს დაესხნენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის დასახელება