გია ვოლსკი ივანიშვილზე – ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა და უკვე პოლიტსაბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე.

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. მე არამგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებსაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ექსპო ჯორჯიასთან“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაგადავარჩინოთ გადამწვარი აფხაზეთი – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად აქტიურობას იწყებენ