გია ვოლსკი – იქნებ ღირდეს პრეზიდენტი იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი

საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეა გარკვეულ ლოგიკურ საფუძველს ეყრდნობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით გუნდში არის სხვადასხვა მოსაზრებები და ამ თემაზე სწორედ დღეს იმსჯელებენ.

“ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეა გარკვეულ ლოგიკურ საფუძველს ეყრდნობა. “ქართულ ოცნებას“ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პრაქტიკულად სრულად “ქართული ოცნების“ არის. იქნებ ღირდეს პრეზიდენტი იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი. თავსი დროზე, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იყო მისი დამოუკიდებლობის და მისი პოზიციების გამო, რომელიც შემპუებელ-შემრიგებლური არ იყო. მთავარია ადამიანი, ვინც შეირჩევა, იყოს სერიოზულად ორიენტირებული საქმეზე და არა ხელოვნურად დაპირისპირებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხთან დაკავშირებით დღეს მმართველ გუნდში იმსჯელებენ. სწორედ ამ თემას განიხილავენ პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დისკუსიის საგანია როგორც “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, ასევე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი ვარიანტი, რაც “ქართულ ოცნებაში“ ყველაზე აქტიურად განიხილება, არის ის, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს, ამომრჩევლებს საკუთარი კანდიდატურა არ შესთავაზოს და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადოს.
ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის კონტექსტში სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო თავისი განვითარების კურსით, მისი რეფორმებით არ არის არავის წინააღმდეგი – ციხელაშვილი მედვედევის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც გვენეტაძის შემთხვევაში მოიქცა