გია ვოლსკი: გუბაზ სანიკიძე გაცილებით ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე თვითონ ჰგონია

გუბაზ სანიკიძე გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც გუბაზ სანიკიძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გუბაზ სანიკიძე ცდება.

„მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება. მგონია, რომ სანიკიძეს უნდა შეეფასებინა თვითონ განცხადება და გარკვეული პასაჟები ამ მოხსენების. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ ჰგონია და გამოხატა. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძე ცდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ღია წერილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაწერილი არ არის და მისი ავტორი, ივანიშვილის გარემოცვა ”არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული”.

როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში განაცხადა, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას მასზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ეს დოკუმენტურად, წერილობითაც დადასტურდა.

 

banner
წინა სტატიაში“6 ადამიანს ბრალი წარედგინა, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”
შემდეგი სტატია,,სპორტული ობიექტები განადგურების პირასაა” – ლაშა დვალიშვილი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს