გია ვოლსკი: გომელაურს სურს ანგარიში თავად წარმოადგინოს

სუს-ის ხელმძღვანელი მზად არის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთხელ გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციის პასუხად ავრცელებს.

„გომელაური იყო მოსული პარლამენტში, ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობის ინტერესი უნდა ყოფილიყო ის, რომ რეგისტრაცია გაევლოთ მათაც და უმრავლესობის წევრებსაც მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ამ შემთხვევაში. მოადგილის ანგარიშის მოსმენაც შეიძლება, ეს კანონის დარღვევა არ არის, თუმცა გომელაურს სურს, რომ თავად წარმოადგინოს ეს ანგარიში“, – აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვახტანგ გომელაური ანგარიშის წარსადგენად საქართველოს პარლამენტში იყო მისული, თუმცა, ქვორუმის არასებობის გამო მისი გამოსვლა ვერ მოხერხდა.

 

banner
წინა სტატიაშიგომელაური პარლამენტში ანგარიშის წარდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა