გია ვოლსკი: “გირჩი” საზოგადოებას აბოლებს

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი “გირჩის” ინიციატივას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ეხმაურება და ამბობს, რომ “გირჩის” მხრიდან საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი:
“ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებებით საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი. ამას კი, ჩვენი შვილების და ეზოში მოთამაშე ბავშვების დაბოლება მოჰყვება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა პარლამენტსა და მთავრობას, ახალ წლამდე მარიხუანასა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს ლეგალური.

banner
წინა სტატიაში“აი, ენმ-ს ლიდერშიფის მთელი არსენალი დღეს, უნდა წავიდნენ”- ბარნოვი ბოკერიას განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძე იქნება