გია ვოლსკი : გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

„როდესაც გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ თავისი არაადეკვატური საქციელითა და განცხადებებით დროსა და სივრცეში გაიბნა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი : ვახტანგ გომელაურმა პროფესიონალიზმი გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შსს-ში
შემდეგი სტატიაახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დაუყონებლივ უნდა გაიხსნას – ციხელაშვილი ჰუმანიტარულ კრიზისზე