13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

გია ვოლსკი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: სამხედროებზე ხელის დადება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურება

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებისა და აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებზე უსაფუძვლო ბრალდებები მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურება.

ვოლსკის თქმით, ბარამიძის განცხადება პირდაპირი შეტევაა სახელმწიფოზე და ხელს უწყობს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას.

„ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს. ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ტყუილია, რომ ეს ხდებოდა და პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცს სასტიკად სცემეს
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე: ბარამიძის დაკავება არის პოლიტიკური დევნა და ორმაგი სტანდარტი