გია ვოლსკი: გია ბარამიძის განცხადება შემოგდებულ თემას გავს

„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ არანაირი მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მხრიდან არ მიმდინარეობდა.

„დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნიათ “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს, ერთის გამოკლებით. “ფორუმის“ განწყობაც ვიცი, ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში, გვერდი-გვერდ. ზუსტად ვიცი ფორუმელების განწყობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელების“ განწყობაც ჩემთვის ცნობილია, ერთად გავატარეთ დიდი ხანი. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება, თუ ღრმად კონსპირაციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა”,- განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება „შემოგდებულ“ თემას გავს.

„არანაკლები ანალიზის უნარი გვაქვს, ვიდრე ბარამიძეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით შემოგდებულ თემას გავს, ვერ გაარკვევ რა მიზნით, ეგენი ხომ ღრმად და ყოვლისმომცველად ფიქრობენ. შეიძლება გია ბარამიძეს თავის ჩანაფიქრი აქვს კონსპირაციულ-საინტერესო-ანალიტიკური, რომ რაღაცა დივიდენდი მიიღოს მათმა პარტიამ, მაგრამ ძალიან უნიათო ჩანს“, -აღნიშნა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “ფორუმისა” და “დემოკრატების” გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.

banner
წინა სტატიაშიგია ბარამიძე : “ენმ”-ს “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანების შესახებ საუბრები მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაენმ-ის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ