გია ვოლსკი : გედევან ფოფხაძემ ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გედევან ფოფხაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია.

„ჩემს თავს იმის ღირსად არ ვთვლი, რომ გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ, პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაქცია ტყიბულში : მეშახტეები “საქნახშირის” ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში