გია ვოლსკი ევროკავშირს “რევოლუციის წახალისებაში” ადანაშაულებს

გია ვოლსკი ევროკავშირს “რევოლუციის წახალისებაში” ადანაშაულებს – “ოცნების” წევრი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნის საპასუხოდ ამტკიცებდა, რომ სწორედ EU-მ თავად მოამზადა, დააფინანსა და პოლიტიკურად მხარი დაუჭირა ექსტრემისტული პროცესების განვითარებას საქართველოში, ახლა კი საყვედურებს გამოთქვამს.

ანგარიში და რეზოლუცია ზოგადად, დასკვნითი ნაწილი, შინაარსობრივი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ კანონმა იმოქმედა და დასჯილია, მათ შორის სასამართლო განხილვების შემდეგ ბევრი ადამიანი განთავისუფლდა, მაგრამ სასჯელები მაინც იქნა გამოყენებული, ეს რეალურად მოხდა იმ სცენარის მიხედვით, რომელიც თავადვე დაამუშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საყვედურებს გამოთქვამენ ჩვენს მიმართ – მოამზადეს, დააფინანსეს, პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს ექსტრემისტული პროცესების განვითარებას. ჩვენი აზრით, მიზანი იგივე რჩება, რომ საქართველოში როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება. არჩევნების გზით ვერ მოხერხდა ეს და რევოლუციის წახალისებით მიმდინარეობს დღემდე, მათ შორის აი ამ დოკუმენტით, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. მიუხედავად ამ მოხსენებისა, მოლოდინი იმისა, რომ გადაიხედება და მთელ ქვეყანას, მთელ მოსახლეობას დასჯიან, ამის მოლოდინი არ არსებობს”, – ამბობს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატია“სასამართლო ჩვეულებრივად ქოცების ფილიალია” – სამოქალაქო აქტივისტი