გია ვოლსკი ეკა ბესელიაზე – ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით

ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით – როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს.

“სკეპტიკური ვარ, მაგრამ შესაძლოა, პოზიციები დაავახლოვოთ და შექმნილ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია: „სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება“
შემდეგი სტატიაკომპოზიტორ მანანა იმედაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია