გია ვოლსკი: დავით უსუფაშვილი კარგი ორგანიზატორი იყო და ვფიქრობ, პარლამენტში საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა

დავით უსუფაშვილი იყო კარგი ორგანიზატორი და ვფიქრობ, პარლამენტში ამ მიმართულებით, მან საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილის ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, დავით უსუფაშვილის „ქართული ოცნების“ მხრიდანაც ჰქონდა ხელშეწყობა.

კითხვაზე, რას მიიჩნევს ვოლსკი უსუფაშვილის შეცდომად, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას გამოეყო, პარტიის წევრებისგან და მათ შორის უსუფაშვილისგან ხშირად ისმოდა შეუსაბამო განცხადებები.

„ვფიქრობ, ამ განცხადებებმა თავად „რესპუბლიკელებიც“ დააზარალა და უსუფაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში დოლარის კურსმა 2.54 ლარს მიაღწია
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე: არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია