გია ვოლსკი : დავარქვათ დროებითი თუ გარდამავალი მთავრობა, ამ შემადგენლობას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობას მათი სრული მხარდაჭერა ექნება.
„ძალიან საინტერესო ხედვები წარმოადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რამოდენიმე თვეა, რაც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეფორმებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. ვფიქრობ, უფრო დახვეწილი იქნება მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა. იმ შენიშვნების, შემდეგ რაც მოისმინეს ფრაქციებში, კომიტეტებში, ვფიქრობ, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ უახლოესი პერიოდისთვის, ორი-სამი კვირის განმავლობაში სრულად წარმოადგინოს ის ხედვები, რომელიც უნდა აისახოს არა მარტო შემადგენლობის ცვლილებებში, არამედ მთლიანად, მთავრობის მართვის სისტემის ცვლილებებში. უპირობოდ, მთავრობის ამ შემადგენლობას ექნება სრული მხარდაჭერა – დავარქვათ დროებითი მთავრობა თუ დროებითი, გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ წარმოდგენილი იყოს გაცილებით ნათელი სურათი, სქემა იმ მართვისა, რომელითაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიქართველი მოკრივე ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს
შემდეგი სტატიაგარევაჭრობა პარკებში – “უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული”