გია ვოლსკი – დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, ოპოზიციას უნდა, ქვეყანაში ჯაჯგურის ფონი შექმნას, რაც ქვეყანას არ სჭირდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და ყველა პარტიას ურჩევს, არჩევნებისთვის მოემზადოს.

„ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან არ შედგება. აქ არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზეა და ჩვენ ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ვფიქრობთ, რომ უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა. ამ უმრავლესობის პოზიციის ღალატი და საკითხების ჰაიჰარად გადაწყვეტა არასწორი იქნება. მმართველი გუნდი ამომრჩევლის ერთგული რჩება. ოპოზიციას უნდა ჯაჯგურის ფონი შექმნას, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. დათმობები საზოგადოების ხარჯზე ვერ გაკეთდება, ამას ვინ ეკითხება პარტიულ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მძლავრი იყოს და ხელისუფლების სადავეებს ფლობდეს? საზოგადოება რასაც წყვეტს, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე – განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა იქნას გამოყენებული
შემდეგი სტატია2021 წელს ყველას ექნება ვაქცინაზე წვდომა, მათ შორის საქართველოსაც – “იმპერიალ კოლეჯის” ვირუსების ლაბორატორიის სპეციალისტი თათა ქებაძე