გია ვოლსკი – დარწმუნებული ვარ, სასამართლოში პაექრობა გაცილებით უფრო სხვანაირი იქნება, ვიდრე ნიკა გვარამიას პროკურორობის პერიოდში იყო

დარწმუნებული ვარ, სასამართლოში პაექრობა გაცილებით უფრო სხვანაირი იქნება, ვიდრე ნიკა გვარამიას პროკურორობის პერიოდში იყო, როცა საბრალდებო დასკვნა ორ წუთში გამოჰქონდათ და სასამართლოდ ვერდიქტი სწორედ ისეთი იყო, როგორიც ხელისუფლებას უნდოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ოპონენტებმა ერთი განცხადებაც რომ არ გამოაქვეყნონ, მათი ტექსტი ყველამ წინასწარ იცის, რადგან მათი მხრიდან აუცილებლად იქნება ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური ზეწოლა და ამ ფონზე, არც ერთი სიტყვა არ იქნება ნათქვამი იმაზე, რამდენად არის დაცული მტკიცებულებების სტანდარტი და რეალურად რაში მდგომარეობს სამართლებრივი დავა.

„არ შეიძლება, ის უგულებელვყოთ, რომ ძალიან საყურადღებოა, როცა ამ კრიმინალთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე არიან ცნობილი, მათ შორისაა გვარამიაც და ამ თემაზე კონკრეტული დანაშაულის საკითხი ხშირ შემთხვევაში რჩება ყურადღების მიღმა, რაც არასწორია. ამ საკითხზე განცხადებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს და წინასწარ ვიცით, რაზე იქნება ბრალდებები. მათი მხრიდან ნახსენები იქნება ბიძინა ივანიშვილი და მისი დაინტერესება, მაგრამ ძალიან იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე და რა გააჩნია, დაცვის მხარეს ამ ბრალის გასაქარწყლებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად – შალვა ნათელაშვილი მაღალჩინოსნების ხელფასებსა და პრემიებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“არის თუ არა პუტინი ოკუპანტი – ჟურნალისტის კითხვამ მამუკა მდინარაძე გააღიზიანა