გია ვოლსკი – დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, გიორგი მარგველაშვილის პათოსი არ შეესაბამება პრეზიდენტის პათოსს

დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„პათოსია ძალიან შესამჩნევად უარყოფითი. თუკი შენიშვნებს ამბობენ, თუნდაც მარგველაშვილი, ეს არ არის გათვლილი იმაზე, რომ ხვალ უკეთესი იყოს მდგომარეობა. თითქოს ნიშნის მოგების ტონიც აქვს. რატომღაც ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც უფრო მეტს გააკრიტიკებ საქართველოს, უკეთესი იქნება მისი იმიჯისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ დადებითი ვთქვათ, რამდენი იყო. 3700 უბნიდან რამდენიმეზე მართლაც იყო გადაცდომა. იმავე დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის განწყობა და პათოსი არ შეესაბამება იმ განწყობასა და პათოსს, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს.

„ასეთია მისი ხასიათი, მას მიაჩნია, რომ ასეთი პოზიციით უფრო ჩაეწერება ისტორიის ფურცელზე, ვიდრე საქმიანი, დინჯი, მოკრძალებული საუბრით. საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი. გადაცდომები იყო როგორც მისი არჩევნების დროს, ასევე ახლა. გადაცდომები არის სხვადასხვა დონეზე. რომ მოიკითხო, თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის ჩამოყალიბებული დემოკრატია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიNDI – საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება