გია ვოლსკი – ჩვენს ოპონენტებს ჩიხური სიტუაცია შეექმნათ

არ არის გამორიცხული მთავრობის გადაყენების მოთხოვნას

ჩვენს ოპონენტებს ჩიხური სიტუაცია შეექმნათ, როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყებოდა, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლების უარი შემაჯამებელი ოქმების ხელმოწერაზე.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რაც ოპოზიციას რჩება, დესტრუქცია და შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის მოშლაა.

„ჩვენს ოპონენტებს ჩიხური სიტუაცია შეექმნათ, რადგან როგორც ჩანს, იმას არ ელოდნენ, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყებოდა, ისევე, როგორც არ ელოდნენ, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებს პოზიტიურად შეაფასებდნენ. აქედან გამომდინარე, მათთვის ერთადერთი გზა, რაც რჩება არის დესტრუქცია და იმ პერსპექტივის მოშლა, რომ გადათვლებით თუ სხვა რეკომენდაციების შესრულებით, მიღწეული იყოს შეთანხმება. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და კომისიის წევრები იქნებიან, თუ პოლიტიკოსები, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება მოასწრეს
შემდეგი სტატიაცერცვაძე – საქართველოს საყვედური კიარ ეკუთნის, პირიქით, ჩვენი მსხვილი პარტნიორები აღფრთოვანებას გამოხატავენ ჯანდაცის მესვეურებით და სახელისუფლო ვერტიკალით, რომელიც შეზღუდული რესურსებით მართავს ეპიდვითარებას