გია ვოლსკი : ჩვენი საქმიანობა აქტიური იქნება, რომ თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას, ოკუპაციას და ვირუსს

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გია ვოლსკის განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთი მისთვის კარგად ცნობილი რაიონია.

ვოლსკი ფიქრობს, რომ მას ხალხიც იცნობს არა მხოლოდ ბიოგრაფიით, არამედ საქმით.

„საკმაოდ რთული რაიონია სოციალურად დიდუბე-ჩუღურეთი, ჩუღურეთს კარგად ვიცნობ, დიდუბეში გავიზარდე და ჩუღურეთში გადავედი. ვფიქრობ, რომ საზოგადიებისთვისაც არ ვარ უცნობი არა მხოლოდ ბიოგრაფიით, საქმითაც. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც, განწყობა არა მხოლოდ ჩემს რაიონში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობისა და განვითარების რეალურ რესურს. ჩვენს რაიონებს მივესალმები და მათ მხარდაჭერას ველოდები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის თქმით, ქვეყანაში განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა და აქტიურად იმუშავებენ, რათა თავი დააღწიონ ოკუპაციას, ასევე ვირუსს.

„ამომრჩეველს ვპირდებით იმას, რომ განვითარებს საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც რვა წელში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ვპირდებით იმას, რომ ჩვენი საქმიანობა აქტიური იქნება, რომ თავი ორ უბედურებას დავაღწიოთ – ოკუპაციას და ვირუსს“, – განაცხადაა გია ვოლსკიმ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი : მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : „ქართული ოცნება” მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს