გია ვოლსკი: ჩვენი პოზიციები როდესაც “გაზპრომთან” ვსაუბრობთ, გაძლიერებულია

აზერბაიჯანმა ტექნიკური რესურსი გამონახა, რამაც ბაზარზე ჩვენი პოზიციები გააძლიერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, გაზმომარაგების პროცესში საქართველოს ძირითადი და სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია, ხოლო კომპანია “გაზპრომის” წილი ამ პროცესში ძალიან მცირეა.

“როდესაც რამდენიმე პარტნიორს ელაპარაკები, რასაკვირველია, არსებობს კომერციული დაინტერესებაც და რასაკვირველია, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აზერბაიჯანთან გაგვაჩნია. აზერბაიჯანს არ ჰქონდა მოწოდების გაზრდის ტექნიკური რესურსი და ეს რესურსი გამოიძებნა, რამაც განაპირობა ჩვენს კონკურენტულ ბაზარზე პოზიციების საკმაოდ გაძლიერება, მითუმეტეს, მოწოდებული რესურსი იქნება იაფი და უკეთესი. ასე, რომ ჩვენი პოზიციებიც როდესაც “გაზპრომთან” ვსაუბრობთ, გაძლიერებულია. “გაზპრომი” საქართველოს გაზით მომარაგებაში ჩართულია 2003 წლიდან, იყო 100%-იანი მომარაგება, 2008 წელს გახდა 50%, შემდეგ დაიკლო და ახლა, ამ პიკურ პერიოდში “გაზპრომი” რაღაც პატარა ნაწილს ამარაგებს. სხვა რესურსი საქართველოს არ გააჩნია, არის აზერბაიჯანული გაზი, ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიერ მოწოდებული და არის “გაზპრომის” მცირე ნაწილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატია“შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე ასეთი საკითხი “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან იყო წამოწეული”