29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გია ვოლსკი: ბრიუსელთან დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ჩვენი არგუმენტები მყარია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკომისიაში მიმდინარე პროცესებსა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საფრთხეს ეხმაურება. დეპუტატი აღიარებს, რომ ბრიუსელსა და თბილისს შორის დაპირისპირება არსებობს, თუმცა აცხადებს, რომ ტექნიკურ ნაწილში ქვეყანას ევროკავშირის წევრ ბევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს.

ვოლსკის განმარტებით, პარტნიორების ძირითადი მოთხოვნები საგარეო კურსსა და კონკრეტული კანონების უკან წაღებას უკავშირდება, რაზეც ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია აქვს.

„ძირითადი მოთხოვნა რამდენიმე საკითხია – ვიზალიბერალიზაცია, საგარეო კურსი და გარკვეული კანონების უკან წაღება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია.

მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, ვისთანაც ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია არ აქვს. ჩვენთვის კი ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს. ასევე, სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო“, — განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების კუთხით საქართველო ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა რისკებს ხედავს.

„საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე უკეთესი გვაქვს, მათ შორისაა მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირება არსებობს და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს“, — აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე: რატომ გინდათ ყველაფერში დრამა ნახოთ?!
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ, ციხეში აღმოვჩნდე, მაგრამ აშშ-ის საელჩოში გაქცევას არ ვაპირებ