საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას მიერ „ქართული ოცნებისთვის“ თანხის გადარიცხვის ფაქტს ამართლებს.
“წარმატებული ბიზნესი, რომელსაც არ უნდა, რომ სიტუაცია შეიცვალოს, რა საკვირველია, თავის შენატანებს გააკეთებენ იმ პარტიის სასარგებლოდ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბიზნესმენები რეპრესირებულები არ არიან”, – თქვა ტვ პირველის ცნობით, გია ვოლსკიმ.
“საერთაშორისო გამვირვალობა საქართველო” ახალ კვლევას ავრცელებს – TI ამჯერად „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის გიორგი ჭყონიას შესახებ წერს, რომელიც შპს „გზას“ 100%-იანი მფლობელია.
ირკვევა, რომ მარტში, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა მმართველი პარტიის სალაროში 120 000 ლარი შეიტანეს. ბოლო სოლიდური ჩარიცხვა 12 მარტს განხორციელდა.
TI-ის ცნობით, ზუსტად 24 საათში, 13 მარტს, შპს „გზამ“ ბათუმის მერიასთან 29.2 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.














