გია ვოლსკი – ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2019 13:13

გია ვოლსკი – ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო

რჩება განცდა, ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ სწორედაც გარიცხული ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატის გარიცხვა მმართველი გუნდის მისწრაფება არ იყო.

„არის თემები, მთელი რიგი საკითხები: მოსამართლეთა არჩევის შესანიშნავი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწუნა; თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება”, ან რამე თავისუფლების შეზღუდვა არსებობს. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, არც სასკანდალო. შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.

პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო”,-აცხადებს ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2019 13:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics