გია ვოლსკი – ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარი შემთხვევა რუსეთის დელეგაციას პოლიტიკურად ცუდ ვითარებაში აყენებს

თუკი პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო, ვფიქრობ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ, რადგან ბოდიში აქვთ ამ საკითხზე მოსახდელი და კიდევ ერთხელ განცხადება გასაკეთებელი იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსეთიდან, კერძოდ ხანტი მანსიისკიდან ჩამოსული დელეგაციის მიერ დარიგებული მსოფლიო რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო დატანილი, მათ პოლიტიკურად ცუდ მდგომარეობაში აყენებს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მსგავსი ქმედებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი მექანიზმების შემოღების შესაძლებლობაზეც საუბრობს.

„თუკი ეს პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ, რადგან ბოდიში აქვთ ამ საკითხზე მოსახდელი და კიდევ ერთხელ განცხადება იმის თაობაზე გასაკეთებელი, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. საერთოდ, ვფიქრობ, კანონიც არ გვაწყენდა იმის თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე და ზოგადად იქ, სადაც ჩვენ ხელგვეწიფება, გავლენა ვიქონიოთ, პასუხისგებაში უნდა მივცეთ ის პირები, რომლებიც ასეთ დემარშს მოაწყობენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი – საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის