გია ვოლსკი – არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ვითარების მუდმივად დაძაბვა

არჩევნებში მონაწილეობაზე ვინც უარს ამბობს, ორი მიზანი აქვს – ქვეყანაში დესტაბილიზაცია და პოლიტიკური ვითარების მუდმივად დაძაბვა, რათა შემდეგ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენონ.

„დესტაბილიზაცია ეკონომიკური პროცესების უკუსვლას გამოიწვევს. მათი გეგმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რასაკვირველია, არც არჩევნების გაყალბება მომხდარა და არც საგარეო კურსი შეცვლილა. არჩევნების გაყალბება მოხდა თუ არა? არის თუ არა აქციაზე გაჟღერებული ლოზუნგები შესაბამისობაში რეალობასთან, როცა საგარეო კურსის შეცვლაზე ვსაუბრობთ და რაში გამოიხატება საგარეო კურსის შეცვლა? – პრორუსული ინტერესების გატარება რაში გამოიხატება, ეს დაგისაბუთეთ, როცა ქვეყანას 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ მართავდა. მათი საკითხების ჩამონათვალს მოგცემთ და ნახავთ, რომ ჩვენ მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ. ამ საკითხებიდან საუბარმა გადაინაცვლა იმაში, ხაბეიშვილი და ბოკუჩავა ერთმანეთში რას დავობენ, რაც სწორი არ არის. საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, რამდენად სამართლიანია პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ – უსამართლოა და საქართველოს დამარცხების მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სამი მილიარდი მოჰპარა ხალხს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთი დაავიწყონ ჩვენს ხალხს, მაგრამ მე ეს ერთი წამით არ მავიწყდება