გია ვოლსკი – არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სკანდალური დღის წესრიგის შექმნა არასწორია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის შეთანხმება ვერ იქნებოდა, რადგან ცესკო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს.

„თუ „ქართული ოცნების” ინტერესებზეა საუბარი, რატომ არ შეირჩა კვირა? ამ საკითხზე სკანდალური დღის წესრიგის შექმნა არასწორია. წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განწყობა უნდა ჰქონდეს, რომ არჩევნებზე მივიდეს და თავისი მოვალეობა შეასრულოს. არანაირი პრობლემა არ არის, თუკი დღე გამოსასვლელია, თარიღს რა მნიშვნელობა აქვს? გონივრული ვადებია დასახელებული, რათა კანდიდატებმა საკუთარი თავის წარმოჩენა მოასწრონ. გარიგებას რაიმე აზრი რომ ჰქონდეს, მაშინ ეჭვი შეიძლება დაგებადოს, რომ მმართველმა
გუნდმა 28 თქვა, ცესკო-მ უსმინა და მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა, მაგრამ 28 ნოემბერი ის ფავორიტული თარიღი არ არის, რაც შეიძლება „ქართულ ოცნებას” მოსწონდეს. კახი კალაძემ რაც თქვა, არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან შეთანხმებული იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა – ლადო გრიგალაშვილმა ისეთი სასჯელი მიიღო, როგორიც დაიმსახურა
შემდეგი სტატიაჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი ჩავარდა