გია ვოლსკი – არავის ეგონოს, რომ მოსკოვს ცრემლების სჯერა

ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი წინასაარჩევნო დივიდენდების მიღებისთვის რყევებს უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რეალურ უპირატესობას და რეალურ საქმიანობას, რათა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნინო ბურჯანაძის ინციატივასთან დაკავშირებული საკითხის კომეტირებისას განაცხადა, რომელი უბლოკო სტატუსს ეხება.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არც რუსეთია ისეთი მიამიტი და არც არავინ მსოფლიოში, რომ შვეიცარული სტილის საქართველოზე შესაძლებელი იყოს დიდი ქვყენების შეთანხმება.

„ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებას. თურქმენეთმაც გამოაცხადა უბლოკო და ნეიტრალურის სტატუსი, თუმცა ამას სჭირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ერთობლივი მხარდაჭერა და გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს გარანტიას უსაფრთხო ქვეყნისათვის შეთანხმებულ გარანტიას. ასე რომ, პატარა საქართველოს თავისი რესურსებით სწორი გზა აქვს არჩეული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო სერიოზულ პოლიტიკას და სერიოზულ სტრატეგიას აწარმოებს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ დივიდენდების მიღებისათვის რყევებს უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რეალურ უპირატესობას და რეალურ საქმიანობას, რათა ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ასეთი განცხადებები და წამოყვირებები ვფიქრობ, ილუზიას აჩენს, განსაკუთრებით რუსეთის მხარეა ურთიერთობებში და დამოკიდებულებებში არასტაბილური, საფრთხის შემცველი. აქედან გამომდინარე, არავის არ ეგონოს, რომ მოსკოვს ცრემლების სჯერა. რასაკვირველია, იმას თავისი სტრატეგიული გეგმები აქვს და მის სტრატეგიულ გეგმებს ჩვენ ვუპირისპირებთ საკმაოდ აწონილ, მართალია რთულ, მაგრამ სწორ სტრატეგიულ დიპლომატიურ მიმართულებას. აი, აქ შემოჭრა, ამ სტრატეგიის დარღვევა გარკვეულწილად ქვეყნისთვის არის წამგებიანი და დამაზიანებელი. სწორედ ასეთ პოლიტიკას ვხედავ ბევრ პოლიტიკურ პარტიაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაგონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ 24 წლის ნიკოლოზ მაზიაშვილს დახმარება ესაჭიროება