გია ვოლსკი – არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან უზნეო ტყუილი თქვა

არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან მდარე და უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე და ვიტყოდი, უზნეო ტყუილიც თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა. ასეთი ცალმხრივი შეფასების გარდა, კიდევ დამოკიდებულება გამოხატა პოლიტიკური პროცესების მიმართ. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს, მათ შორის არც მარგველაშვილია გამონაკლისი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიტიკურ ველზე, რათა „ასეთი პლატფორმა შეიქმნას“

banner
წინა სტატიაში“პირველი მოსმენის შემდეგ რამდენიმე დღეს მოვიგებთ, რათა ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს”
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება”