გია ვოლსკი : არ აქვს არანაირი საფუძველი ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი

ლარის კურსის გაუფასურების ფონზე ეროვნული ვალუტის ინფლაციის შესაძლებლობას გამორიცხავს უმრავლესობა. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მისი სტაბილურობისთვის და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ინიციატივებიც, სწორედ ამას ემსახურება.

„პოლიტიკური განცხადებების კეთება კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. არ აქვს არანაირი საფუძველი ჯერჯერობით ფასების ზრდას, ინფლაცია არ არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვმართებს გრძელვადიან სტაბილიზაციაზე გათვლილი საფინანსო პოლიტიკა და სწორედ ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მუშაობა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლარის ოფიციალური კურსი გადამცვლელ ჯიხურებში დღეისათვის 2.56 ლარია. გასულ კვირას კი ლარმა ანტირეკორდი დაამყარა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2.70 ლარს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიდღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა დაამტკიცონ
შემდეგი სტატია“ლარი საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მთავრობა დამშვიდდა” – გოცირიძე