გია ვოლსკი : ამ ეტაპზე, საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობა არ არის

საგანგებო მდგომარეობაა პრინციპში საქართველოში, კონსტიტუციის შეჩერების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. გია ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება რეკომენდაციებს შეასრულებს.

“იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ყველა რეკომენდაციის შესრულების საქმეში, რომელიც ჯანდაცვის სისტემიდან მოდის. მე მგონია, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც უყურადღებოდ ჩაიარა. სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზებაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ დაახლოებით 20- მდე ხანძრის კერა იქნა ლოკალიზებული და გმირული მუშაობით შესაბამისმა სტრუქტურებმა აგვაცილეს საკმაოდ დიდ საფრთხეს ამ ვირუსის გავრცელების ტრაგიკულ ვითარებასთან ერთად. ასე რომ, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის თემა არ დავივიწყოთ და არა მარტო ჯანდაცვის სისტემის მუშაკებზე უნდა ვილაპარაკოთ, არამედ, ნებისმიერ სისტემაზე, რომელიც აწყობილად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არის საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გავრცელების გამო ევროპა კარანტინის რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა