გია ვოლსკი – ადამიანებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპატიები თუ გააჩნიათ, უნდა გადახედონ თავის დამოკიდებულებას „ნაცკლასტერის“ მიმართ და სწორი დასკვნები გამოიტანონ

ისეთი ადამიანი არ მეგულება, რომელსაც მთავარი არგუმენტი არ ესმის, რა არის ჩვენი, სახელმწიფოს ინტერესი ურთულეს პერიოდში, რაც იკვეთება, როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური გამოწვევების დროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „დესტაბილიზაცია ერთადერთი ამოცანაა, რომელსაც ის ოპოზიციური ჯგუფი თავის მხარდამჭერებს კარნახობს, რომელსაც კატეგორიული წინააღმდეგობა აქვს უბნების, ოქმების და ბიულეტენების გადათვლის შეთავაზებაზე“.

„ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ ადამიანებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპატიები გააჩნიათ, უნდა გადახედონ, თავის დამოკიდებულებას „ნაცკლასტერის“ მიმართ და სწორი დასკვნები გამოიტანონ, რა სჭირდება ქვეყანას და არა სააკაშვილს, ან ბობოხიძეს“, – განაცხდა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა აუდიოჩანაწერს ავრცელებს
შემდეგი სტატია„საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ – რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ