გია ვოლსკი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 20:10

გია ვოლსკი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა. მანამდე, დეპუტატს არ მოეწონა ჟურნალისტის კითხვა, რომელიც ბათუმში მეჩეთის აშენებისთვის ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებას ეხებოდა.

“რატომ არ აძლევთ [ნებას] არის არასწორი კითხვა. ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად. მეორე საკითხი არის, ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა. ვინაიდან მეჩეთებთან დაკავშირებით, ქართველ-მუსლიმ თემთა უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს, აქედან გამომდინარე არიან ადამიანები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა თვითონ ხელოვნური და მან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამის მხარდამჭერები მუსლიმ თემში არიან, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არის მნიშვნელოვანი. ამ თემის წამოწევა, გაღვივება, გამწვავება არის ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამის შემდეგ დეპუტატი სხდომათა დარბაზისკენ წავიდა და მას ჟურნალისტი დაეწია, რომელმაც უთხრა, რომ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები კიდევ ჰქონდა.

“თქვენ ამ დევნას თუ არ დაანებებთ თავს, აი, ამ გამოდევნებას, მე გეუბნებით, ვითხოვ, რომ აკრედიტაცია შეგიჩერონ”, — უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტს და დაამატა, რომ სასესიო დარბაზში ეჩქარება, რადგან სხდომა უნდა წაიყვანოს.

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 20:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics