გია უდესიანისთვის წინასწარი პატიმრობის განჩინება მოსამართლემ ძალაში დატოვა

გია უდესიანისთვის წინასწარი პატიმრობის განჩინება მოსამართლემ ძალაში დატოვა. მოსამართლე ნინო სანდოძემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვებაზე.

ბრალდების მხარე საკუთარ შუამდგომლობას რამდენიმე არგუმენტით ხსნიდა, მათ შორის იმით, რომ უდესიანი ქვეყანაში არ იმყოფება და ასევე არსებობს საფთრხე მოწმეებზე ზეწოლის. თუმცა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა უდესიანის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებაზე, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე კვლავ არსებობს და ასევე მოსამართლემ მიიჩნია, რომ პატიმრობა არის ერთადერთი ღონისძიება. რომელიც უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

გია უდესიანს ბრალი წამების ორგანიზებასა და ქონების გამოძალვაში ედება.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლის კანდიდატურა წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალურ ჩარევებს ადგილი არ ჰქონია”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად სცნო