გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე გულის შეტევით გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედის შეტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიასაშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში