გია შარვაშიძე: მუშაობას იმ კონცეფციის მიხედვით დავიწყებ, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარვუდგნე

????????????????????????????????????

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორია გია შარვაშიძე აკადემიურ საბჭოს მადლობას უხდის.

როგორც შარვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუშაობს რექტორის რანგში იმ კონცეფციის მიხედვით დაწყებს, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარუდგინა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა აკადემიურ საბჭოს იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადა, ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარვადგინე საბჭოზე. უპირველესი ქმედებები იქნება მეცნიერების განვითარება, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება, საერთოდ თსუ-ს იმიჯის ამაღლება“,-აღნიშნა გია შარვაშიძემ.

თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აირჩია.

გია შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო, გიორგი ბარამიძემ – 6 ხმა, ცირა ბარამიძემ – 5 ხმა, 4 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშისირიაში ჰუმანიტარული დაბომბვის ადგილას რუსული ბომბის ნარჩენები იპოვეს
შემდეგი სტატიამოსკოვმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე კომენტარი გააკეთა