გია ნოდია: “ტრამპის მიერ მადუროს გატაცების ცალსახა შეფასება რთულია, მაგრამ ეს მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი”

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

“ტრამპის მიერ მადუროს გატაცების ცალსახა შეფასება რთულია. მაგრამ ეს მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი”, – ამის შესახებ, პოლიტოლოგი და მეცნიერი, გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

ნოდია აღნიშნავს, რომ მადუროს დაკავება, როგორც ვენესუელელი ხალხისთვის, ისე, მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც შესანიშნავი ამბავია.

“ტრამპის მიერ მადუროს გატაცების ცალსახა შეფასება რთულია. მაგრამ ეს მაინც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
პირველ რიგში, ეს, დიდი ალბათობით, კარგი ამბავია ვენესუელელი ხალხისთვის.
ის ასევე გადასარევი ამბავია ვენესუელის პატარა მეზობელი ქვენისთვის, გაიანისთვის, რომელზე თავდასხმასაც ვენესუელის რეჟიმი ღიად გეგმავდა.
პიროვნულად, ტრამპი მაინც ბანძი ტიპია.
მაგრამ ეს შეჭრა მოწმობს არა იმას, რომ ტრამპი ცუდია, არამედ იმას, რომ მას არავითარი მყარი იდეოლოგია არ გააჩნია და არავინ იცის, მისგან რს ელოდოს.
კაცს „იზოლაციონისტს“ ეძახდნენ და ამ ერთ წელში მგონი უკვე აჯობა ჯორჯ ბუშს აქტიური ინტევენციონისტული პოლიტიკით. (ამის გამო მისი ბაზის, „მაგას“ ნაწილი უკვე აუჯანყდა).
მთავარია არა ის, რა ამოძრავებს ტრამპს, არამედ რა შედეგები ექნება მის ქმედებებს (ყველა პოლიტიკურ ლიდერზე ასეა).
ამ ნიშნით, მთავარია, რა მოხდება ვენესუელაში ამის შედეგ – რაც ჯერ სრულიად გაურკვეველია, ტრამპსაც ჯერ გასაგებად არაფერი უხდება და არა ვარ დარწმუნებული, თვითონ ზუსტად იცოდეს, რას აპირებს.
ამერიკელებს რეალურად და გულწრფელად უნდოდათ ავღანეთსა და ერაში დემოკრატიის დამყარება, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგან ეს ობიექტურად ძნელია.
ტრამპი ვენესუელაში შეჭრის მოტივად დემოკრატიის დამყარებას არ ასახელებს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, შედეგი სწორედ ეს იყოს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავღანეთის და ერაყისგან განსხვავებით, აქ დემოკრატიის მდიდარი ტრადიცია არსებობს.
ყველაზე მსგავსი ისტორიული პრეცედენტია 1990 წლის 3 იანვარი, როდესაც ამერიკამ შეიპყრო პანამის დიქტქტორი მანუელ ნორიეგა. ამის შემდეგ პანამაში თანდათან ჩამოყალიბდა საკმაოდ მდგრადი დემოკრატიული სისტემა.
მაგრამ ვენესუელაში რაღაც სახის მემარჯვენე ავტორიტარული რეჟიმიც რომ დამყარდეს (ამ ვარიანტსაც ვერ გამოვრიცხავთ), ჩავეს-მადუროს რეჟიმს მაინც ბევრად აჯობებს (პირველ რიგში, რიგითი ვენესუელელებისთვის).
რაც შეეხრება ამ ეპიზოდს როგორც საერთაშორისო-სამართლებრივ პრეცედენტს, კი, რთული საკითხია. კი, დარღვევაა.
კი, პატარა ქვეყნებისთვის ჯობია ლიბერალური მსოფლიო წესრიგი სადაც დაცულია ქვეყნის სუვერენიტეტი (თუნდაც ავტორიტარული ქვეყნებისა).
მაგრამ ასეთ წესრიგთან მიახლოებაც კი პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ ლიბერალური ქვეყნების (ანუ დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის) გლობალური დემონაციის პირობებში.
არსებობს ასპროცენტიანი გარანტია, რომ ამერიკა თავის დომინანტურ პოზიციას ყოველთვის სწორად და კარგად გამოიყენებს? რა თქმა უნდა, არა.
მაგრამ ჩვენი პლანეტისთვის მაინც საუკეთესო ვარიანტია, ამერიკა იყოს ყველაზე ძლიერი და მისი უფრო ეშინოდეთ, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის.
ამასთან შედარებით, რამდენად კარგი ტიპი იქნება ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, მეორეხარისხოვანია (თუმცა თავისთავად ამასაც აქვს მნიშვნელობა).
(ვიცი, ბევრს გაუხარდება, თუ ტრამპი ბიძინას სა მის ეკასაც წაიყვანს. არც მე მეწყინებოდა, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს. მაინც, საბოლოოდ, ჩვენთვისაც არაა ცუდი ამბავი)”, – წერს გია ნოდია “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: “ყველა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულმა დიქტატორმა უნდა იცოდეს, რომ მათი პირადი უსაფრთხოების გარანტია რეპრესიები კი არ არის, არამედ – დემოკრატიაა”