21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გია ნოდია: თუ ასე არ იყო, პატრიარქი შიო სუპერპატრიარქის – ბიძინა ივანიშვილის უმცროსი პარტნიორი ყოფილა

“საინტერესოა, ვინ ადგენდა ახალი პატრიარქის აღსაყდრების აღსანიშნ სუფრაზე მოწვეულ ადამიანთა სიას? როგორი იყო პროცედურა? რა პრინციპით არჩევდნენ სტუმრებს?

ვინ გადაიხადა სუფრის საფასური?

ასეთი ისტორიული მოვლენის შემდეგ დიდი ბანკეტი რომ უნდა გაიმართოს, აბსოლუტურად ნორმალურია. მაგრამ ასეთი დეტალებიდან თვალსაჩინო ხდება, როგორი პატრიარქი და როგორ ეკლესია გვყავს.

როგორ ხედავს ახალი პატრიარქი ეკლესიას: ერის გამამთლიანებლად თუ ხელისუფლების უმცროს პარტნიორად? ორი არსებითად განსხვავებული ხედვაა.

თუ პატრიარქს პირველი უნდა, ამ ბანკეტზე უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ხელისუფლების მიმართ ლოიალური ადამიანებიც და ისინიც, ვინც მის მიმართ კრიტიკულია.

თუ ასე არ იყო, პატრიარქი შიო სუპერპატრიარქის – ბიძინა ივანიშვილის უმცროსი პარტნიორი ყოფილა”,_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია შიო მესამეს აღსაყდრების აღსანიშნი სუფრიდან გავრცელებულ ფოტოებს.

banner
წინა სტატიაშისემეკმა “თელასი” 75 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია