20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გია ნოდია: სტუდენტურმა მარათონმა დაამსხვრია მითი, თითქოს ქართველებს დამოუკიდებელი მოქმედება არ შეუძლიათ

პოლიტოლოგი და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორი გია ნოდია სტუდენტების მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო მარათონს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ აქციამ მასშტაბურ წარმატებას მიაღწია. ნოდიას თქმით, ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად გამართულმა ამ კამპანიამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების თვითორგანიზების ძალა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, რადგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აქტივობა ხელისუფლების მთავარ ნარატივს ეწინააღმდეგება.

„ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ „ოცნება“ თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს: იმიტომ, რომ ამით ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი, რომელზეც თავად დგანან. მათ ცნობიერებაში დამოუკიდებელ ქართულ საზოგადოებას ადგილი არა აქვს, ასეთ რამეს ვერ იაზრებენ“, — აცხადებს გია ნოდია.

banner
წინა სტატიაშისენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება
შემდეგი სტატიახმაური ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვაზე: ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს