11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

გია ნოდია: სტარბაქსის შემოსვლას ჩემისთანა “უსამშობლო კოსმოპოლიტები” არ უნდა ვზეიმობდეთ? მთავრობას რა უხარია?

პოლიტილოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

_ ხელისუფლება ზარ-ზეიმით გვამცნობს, რომ საქართველოში შემოდის „დიფ სტეიტის“ და ამერიკული იმპერიალიზმის სიმბოლო, ყავის კაფე „სტარბაქსი“.

მაგრამ მის შემოსვლას ჩემისთანა „უსამშობლო კოსმოპოლიტები“ არ უნდა ვზეიმობდეთ? დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მთავრობას რა უხარია?
ახლა სხვა თემა. სტაბაქსის ხარისხის ქსელები ადრეც შემოსულა – Coffee Bean and Tea Leaf (კალიფორნიული სტარბაქსი), Second Cup (კანადური სტარბაქსი).,ახლახან Costa (ბრიტანული სტარბაქსი) შემოვიდა. თუმცა, პირველმა ორმა ვერ გაიხარა, არც კოსტას ჰყავს ხალხი დიდად (მე კი დავდიოდი და დავდივარ სამივეში).
სტარბაქსი ამათ ხარისხით დიდად არაფრით ჯობია – ერთი დონეა. ამ სტილის ყავის კაფეებიდან მან პირველმა გაიკეთა სახელი, ესაა და ეს. დაახლოებით იგივეა, რაც მაკდონალდსი ბურგერ კონგთან და ვენდისთან შედარებით. ბრენდის მისტიკაა.

მართლა შემოდის თუ არა, სხვა თემაა – ბევრჯერ ითქვა, შემოდისო და არაფერი მომხდარა. თუ მართლა შემოვიდა, მივესალმები. ვნახოთ, წარმატებული იქნება თუ არა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს
შემდეგი სტატიარატომ ხდებიან ბავშვები ეკრანზე დამოკიდებულები – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს