28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გია ნოდია: “სიძულვილის ენასთან” ბრძოლის საბაბით კრიტიკას ახშობენ

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

_ ჩვენი ავტორიტარული ხელისუფლება, მორიგ ბოროტებას რომ სჩადის, ხშირად ხელზე იხვევს დასავლურ პრეცედენტებს და ოპონენტებს ეუბნება: რას გვემართლებით, იმავეს ვაკეთებთ, რასაც თქვენს საყვარელ დასავლეთში აკეთებენო. ხელისუფლების კრიტიკოსებმა ხშირად არ იციან, ამას რა უპასუხონ.

ხანდანან ხელისუფლება უბრალოდ ტყუის. მაგალითად, ქართული „რუსული კანონი“ (ისევე როგორც მისი რუსული პროტოტიპი) არსებითად განსხვავდებოდა ამერიკული ფარა-სგან, მაგრამ ამის დანახვას დეტალური მსჯელობა სჭირდებოდა.

ხანდახან კი, სამწუხაროდ, ხელისუფლება მთლად არ ტყუის, როცა ევროპული პრეცედენტები მოყავს. ასეა ვახო სანაიას და გიორგი ახობაძის შემთხვევებში. დიახ, ევროპის ქვეყნებშიც – გერმანიაში, ბრიტანეთში – ადამიანებს აჯარიმებენ და ხანდახან აპატიმრებენ სოციალურ ქსელებში პოსტების გამო.

ჩემზე „პროდასავლურს“ და „პროექროპულს“ ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ევროპული ტენდენციები არ გავაკრიტიკო.

„სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ერთი შეხედვით კეთილშობილი მოტივებით ნასაზრდოები, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. „სიძულვილის ენა“, ისევე როგორც „შეურაცხყოფა“ უკიდურესად ბუნდოვანი ტერმინებია და ამ ბუნდოვანებას გარდუვალად მივყავართ ბოროტად გამოყენებისკენ, ეს ძველ და ჩამოყალიბებულ დემოკრატიებშიც კასეა, ჩვენისთანა რეჟიმები კი ამ საბაბს ცხადია, მხოლოდ ბოროტი მიზნით გამოიყენებენ., თან სათქმელი ექნებათ: ევროპაშიც ასეა“.

სხვათა შორის, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ამისთვის ევროპელებს მიუნხენის კონფერენციაზე რომ „დააყარა“, სხვას ასწავლით დემოკრატიას და თვითონ ხალხს აზრის გამოხატვის გამო იჭერთო, ამ საკითხში ცამდე მართალი იყო. სხვა პრობლემაა, რომ მისი უფროსი, დონალდ ტრამპიც იყენებს სახელისუფლებო ბერკეტებს კრიტიკოსების დასასჯელად (თუმცა ამ მხრივ ამერიკა ევროპაზე მაინც ბევრად თავისუფალი რჩება).- წერს გია ნოდია.

banner
წინა სტატიაშისეს-მა მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
შემდეგი სტატიათიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ