პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების ნარატივი, თითქოს ქართული პროტესტისა და ფერადი რევოლუციების უკან მხოლოდ დასავლური დაფინანსება დგას, მცდარია.
ნოდია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მითის გამო დაიწყო მმართველმა გუნდმა ქვეყანაში „რუსული კანონის“ ამოქმედება, რათა დასავლური ფინანსური ნაკადების გადაკეტვით საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ჩაეხშო, თუმცა შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა.
„მათი აზრით, თუ ქართველებს დასავლეთისგან მომდინარე ფინანსურ ნაკადებს გადაუჭრი, ყველაფერი მოგვარდება: დასავლური ფულის გარეშე ქართველები მორჩილ ცხვრებად იქცევიან. პირიქით ხდება: დასავლური ფულის აღკვეცით „ოცნება“ ახალი, უფრო ავტონომიური და ავთენტური ქართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს“, — წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.















