21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გია ნოდია: რუსეთის საფრთხე სულ უნდა გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააზვიადო — მისი გავლენა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის სომხეთის, მოლდოვისა და საქართველოს არჩევნებზე რუსეთის რეალური გავლენის მასშტაბებს აფასებს. ნოდიას განცხადებით, რუსეთის გავლენა მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი ფაქტორია და მისი „ყოვლისშემძლედ“ წარმოჩენა მხოლოდ საზოგადოებრივ შიშებს აძლიერებს.

“სომხეთის არჩევნების ერთი გაკვეთილი ისაა, რომ რუსეთის გავლენა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია.

რუსეთი ძალიან ღიად ცდილობდა სომხეთის, მანამდე კი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას, იგივე ითქმის უნგრეთზეც, თუმცა უნგრეთზე გავლენის ბერკეტები რუსეთს ნაკლებად გააჩნია. სომხეთში კი რუსეთს სამხედრო ბაზაც აქვს და მისი ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ შემთხვევაში რუსეთმა წააგო.
ეჭვი არ მეპარება, რომ 2012-ში რუსეთს ძალიან უნდოდა და გაუხარდა ივანიშვილის მოგება – ალბათ, წაეხმარა კიდეც. მაგრამ არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა.
ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია.
ივანიშვილი როგორ იყენებს რუსეთის შიშს თვისი ინტერესებისთვის, სხვა თემაა. მაგრამ რუსეთის ყოვლისშემძლედ წარმოჩენა ამ შიშს აძლიერებს.

მორალი: რუსეთის საფრთხე სულ უნდა გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააზვიადო”,_ წერს გია ნოდია.

banner
წინა სტატიაში“4 ოქტომბრის საქმეზე” საპროცესო შეთანხმებით 14 დემონსტრანტი დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანმა №6 პენიტენციური დაწესებულება და ალექსანდრე ელისაშვილი მოინახულა