გია ნოდია: რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, არის კიდევ ერთი მორალური შემოლაწუნება რეჟიმს

“დიდი ხანია, ბრძოლა ქართულ ოცნებასა და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში.
რესურსებით და ძალით ქართული ოცნება იგებს.
მორალურად ის აგებს.
არავინ იცის, როდის და როგორ შეიძლება გადავიდეს მორალური ძალა პოლიტიკურში. მაგრამ ვიცით, რომ ეს ხდება.
ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუნდაც წინასწარ არ ვიცოდეთ, კონკრეტულად როდის და რა ფორმით გამოვლინდება ის.
ვერავის მოვუწოდებ, პრინციპის გამო ციხეში წავიდეს. ყველას ბრძოლის თავისი მეთოდები აქვს.
მაგრამ ის, რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, არის კიდევ ერთი მორალური შემოლაწუნება რეჟიმს. მზია ამაღლობელის სილა სხვა იყო და ზურა ჯაფარიძისა სხვა, მაგრამ ლოყა ბიძინა ივანიშვილს ორივე შემთხვევაში აეწვა.
ჩემი სოლიდარობა ზურას!”-წერს გია ნოდია

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: ის, რაც გუშინ ზურა ჯაფარიძის (ადრე ოქრუაშვილის) მიმართ მოხდა,ამის დასახასიათებლად ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა “აღმაშფოთებელი და უკანონო ” უფერულიც კია!
შემდეგი სტატიაგვარამია: წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების“ “კომისია”, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით