28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გია ნოდია: “ოცნება” კრიმინალურ სამყაროს მოკავშირედ მიიჩნევს – ქართველიშვილის ჯგუფი “ბანძი ტიტუშკების” ახალი რაზმია

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობებს შორის არსებულ განსხვავებებსა და კრიმინალურ სამყაროსთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე წერს.

ნოდიას შეფასებით, მთავარი განსხვავება ორ ხელისუფლებას შორის სწორედ კრიმინალთან ბრძოლის მიდგომაშია:

„ნაციონალური მოძრაობა რეალურად შეებრძოლა და რადიკალურად დაასუსტა კრიმინალური სამყარო. შეიძლება ის გააკრიტიკო მასთან ბრძოლის მეთოდების გამო, მაგრამ ვერ უარყოფ, რომ ის მას რეალურად ებრძოდა. „ქართული ოცნება“ კი, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, კრიმინალურ სამყაროს მოკავშირედ მიიჩნევდა და პოლიტიკაში ყველა ეტაპზე აქტიურად იყენებდა. ამაში შევარდნაძის მთავრობაც იყო შემჩნეული, მაგრამ ივანიშვილმა მას ბევრად გადაუჯოკრა“, — წერს გია ნოდია.

პოლიტოლოგი ასევე ეხმაურება ბოლო პერიოდში შექმნილ „ქართველიშვილის ჯგუფს“ და პარალელს ავლებდა „მხედრიონთან“:

„ქართველიშვილის ახალი ჯგუფი ამის კერძო შემთხვევაა. და არავითარი „მხედრიონი“ ეს არ არის. „მხედრიონს“ ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, მაგრამ ის საკუთარი ინიციატივით შეიქმნა და, თავდაპირველად მაინც, პატრიოტული მოტივები ამოძრავებდა. ესენი ბანძი „ტიტუშკების“ ახალი რაზმია, ხელისუფლების მიერ ღიად წაქეზებული და, სავარაუდოდ, ფარულად დაფინანსებულ-ინსტრუქტირებული“, — აღნიშნავს ნოდია.

banner
წინა სტატიაშილელა ჯეჯელავა: მდინარაძე მრუდზე დადის – არ გამოვრიცხავ, ლილუაშვილის გზა გაიაროს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი – ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება