გია ნოდია: მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2017 01:58

გია ნოდია: მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილიჩაგრული კომპანია „სიტროენ-ჯორჯიას“ ლიდერი რომ თვითონ ვერაფერს ამბობს და საპროტესტო პრესკონფერენციას სიმამრს ატარებინებს, ძალიან სასაცილოა. რა მნიშვნელობა აქვს, მართლა უსამართლოდ დაჩაგრეს „შავ სიაში“ ჩასმით, თუ დიახაც ამ სიაშია მისი ადგილი. იმავე გრეჩიხას ცოტა ხნის (თვეების) წინ ნათქვამი, რომ პრემიერი მისი ძმაკაცია და ყოველ მეორე დღეს ხვდება (აღმოჩნდა, რომ თანაშემწესთან ძლივს ჩაუწყვია აუდიენცია, რომელსაც ნახუი, ანუ სასამართლოში გაუშვია), ხოლო სიძის ბიზნესში ვერ ერკვევა (დიდი ბიჭიაო უკვე), ანეკდოტის შიგნით მეორე ანეკდოტია.

(კიდევ კარგი, გიორგი კვირიკაშვილი მიხვდა, რომ აღნიშნულ ძმაკაცს, მის კრისტალურ პატიოსნებაზე ლაპარაკისას, სინამდვილეში იდიოტად გამოჰყავდა, და სამართლიანად ეწყინა – იმდენად, რომ გადადგომითაც კი დაგვემუქრა. ოღონდ ეგ არ ქნას!)

მაგრამ: როგორც გინდა ვიცინო გრეჩიხების ოჯახსა და ძმაკაცებზე, ის ფაქტი, რომ მოქმედი მინისტრის კომპანია ტენდერს ტენდერზე იგებს სახელმწიფო დაწესებულებების ავტომანქანებით მოსამარაგებლად, სასაცილო აღარ არის. არ ვიცი, შესაბამისი რეგულაციები რას და როგორ არეგულირებს, მაგრამ ეს რომ სრულიად არანორმალური ვითარებაა, ზუსტად ვიცი.

ანეკდოტებზე სიცილი კარგია, მაგრამ თვითონ რომ ცხოვრობ იმ ანეკდოტში, აღარ იცი, როდის და რაზე გაიცინო, და საერთოდ რა ქნა.

მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს.

 

გია ნოდია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2017 01:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics