“ხელისუფლების მიზანია ებრძოლოს საუკეთესო უნივერსიტეტებს, რადგან ხარისხიანი უნივერსიტეტები არასოდეს არიან მთავრობის მორჩილი”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, გია ნოდია საგანმანათლებლო რეფორმას.
მისი თქმით, დეფორმის მთავარი მიზანია ილიას უნივერსიტეტის ფაქტობრივი განადგურება.
“ხელისუფლებას არც კი უცდია იმის დასაბუთება, რატომ გააუმჯობესებს მისი შემოთავაზებული უმაღლესი განათლების დეფორმა განათლების ხარისხს.
მის მიერ ხარსხის კრიტერიუმზე უარის თქმას აქვს სრულიად რაციონალური საფუძველი: მისი მიზანია ებრძოლოს საუკეთესო უნივერსიტეტებს, რადგან ხარისხიანი უნივერსიტეტები არასოდეს არიან მთავრობის მორჩილი.
ბევრის აზრით, დეფორმის მთავარი მიზანია ილიას უნივერსიტეტის ფაქტობრივი განადგურება. ამის კონკრეტული არგუმენტი არსებობს: ხარისხის ფაქტორს მნიშვნელობა რომ მიანიჭო, მაინცდამაინც ილიას უნივერსიტეტს ვერ გაანადგურებ. ესე იგი, დეფორმის ხარისხის ფაქტორის სრული უგულებელყოფით უნდა ჩატარდეს”, – წერს გია ნოდია.














