გია ნოდია : ივანიშვილს როგორც ყველას, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

“ბევრ ჩვენგანს (ჩვენში ვგულისხმობ „არაქოცს“) ტენდენცია აქვს ბიძინა ივანიშვილი ხან ზედმეტად დებილად წარმოადგინოს, ხან ზედმეტად ბრძენად, რომელსაც ყველაფერი წინასწარ გათვლილი აქვს. ორივე არასწორია: ერთი ეშმაკი ადამიანია, რომელსაც ძალიან გაუმართლა. როგორც ყველას, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს.

ზედმეტ სიჭკვიანეს რომ მივაწერთ, იმაში გამოიხატება, რომ ბესელიას და სხვათა წასვლა რაღაც ერთიანი ღრმა ჩანაფიქრის გამოხატულება გვგონია – თითქოს ბიძინა წინასწარი გათვლით სათადარიგო გუნდებს იქმნის და ა. შ. სულაც არაა გამორიცხული, რაღაც ეტაპზე ბესელიანთა დაჯგუფება მართლა რაღაცაში გამოადგეს (მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელნი სწორედ ამაზე ოცნებობენ). მაგრამ თავიდანვე საიდუმლოდ მოელაპარაკა, ახლა გადით და ვითომ ოპოზიცია შექმენითო? ამის ათასი წელი არ მჯერა. ესე რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმი, ახლა ცოტა უფრო მაგრად უნდა აგინებდნენ, რომ კარგად შეინიღბონ. უბრალოდ, პოლიტიკურ პარტიას ვერ მართავ, როგორც “ელიტა-ბურჯს“, რაც გინდა ბევრი ფული გქონდეს”.

banner
წინა სტატიაში„კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი“ – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატია“ეს არის საქმე, სადაც კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს პროკურატურამ”- სულხან სალაძე