გია ნოდია: ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბესელიას ჯგუფის თუ სხვა ქოცების ბიძინასგან გამოქცევა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება თვითონ ბიძინა ივანიშვილის შეგნებული ჩანაფიქრია, თითქოს ის ამით წინასწარ დამატებით დასაყრდენს იკეთებს.

ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არავითარი კონკრეტული არგუმენტი არა აქვს. ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალები და განხეთქილებებია. ნუ წარმოვადგენთ ბიძინას ზებუნებრივ ბრძენკაცად, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. პირიქით, ეს ყველაფერი მისი, როგორც ლიდერის თუ „მენეჯერის“ (როგორც თვითონ ამბობს ხანდახან) სისუსტეს აჩვენებს და მას სერიოზულად აზიანებს.

მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, გამოქცეულებს ჰქონდეთ იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ბიძინას ისევ დასჭირდებიან და ის იძულებული გახდება, კვლავ მიიღოს, ოღონდ უკეთესი პირობებით. პრინციპში, ეს სავსებით შესაძლებელია: მაგალითად, თუ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დეპუტატების მანდატების 50 პროცენტზე ნაკლებს, მაგრამ სხვაზე მეტს აიღებს და კოალიციის პარტნიორები დასჭირდება (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ „დაიცავი საქართველოც“ მოხვდება პარლამენტში, რაც ჯერ არ ვიცით).

ამიტომ, ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან, რადგან ბიძინას იქით გზა მაინც არა აქვთ (დამოუკიდებლად რას წარმოადგენენ?). ოღონდ ეს მათი თამაშია და არა ბიძინასი. ამ უკანასკნელს, ცხადია, კობახიძე-მდინარაძე-ოხანაშვილისნაირი დისციპლინებული ჯარისკაცები ურჩევნია ფხუკიან ბესელია-კვაჭანტირაძეს. მაგრამ თუ თავსზემოთ ძალა არ ექნება, შეიძლება დათმობებზე წასვლა მოუწიოს.

ოღონდ ამ შემთხვევაშიც, მე მგონი, პარტნიორებად ჯერ „პატრიოტები“ ერჩივნება, ეგენი უფრო მისიანები და მართვადები არიან. თუმცა რა იცი, პოლიტიკა ოხერია-აცხადებს გია ნოდია.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიააქცია ბათუმში – ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს