29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გია ნოდია: ირანთან მიღწეული შეთანხმება ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ შეფასებაში წერს, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება, მისი აზრით, დონალდ ტრამპის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია.

ნოდიას შეფასებით, არსებული შეთანხმება რეალურად არც კი არის შეთანხმება და მხოლოდ დროებით, დაახლოებით 60 დღით, აჭიანურებს ჰორმუზის სრუტეს შესაძლო დაკეტვის პრობლემას. მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ირანი რომელიმე პრინციპულ საკითხზე დათმობაზე წავა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ტრამპს წარსულშიც ჰქონია პოლიტიკური წარუმატებლობები, თუმცა, როგორც წესი, ან უარუყვია ისინი, ან პოლიტიკური ზიანის თავიდან აცილება შეძლო. მაგალითად, ნოდია ასახელებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას, ჩრდილოეთ კორეას ლიდერთან ურთიერთობებს, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების დაპირებასა და ჩინეთისთან სავაჭრო პოლიტიკას.

მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა საკუთარი მხარდამჭერების ნაწილის თვალშიც დაკარგოს პოზიციები, მათ შორის იმ რესპუბლიკელების, რომლებიც აშშ-ის აქტიურ საგარეო პოლიტიკას პრინციპულად უჭერენ მხარს.

ნოდია ასევე წერს, რომ, მისი აზრით, ტრამპმა შანსი მაშინ დაკარგა, როდესაც ჰორმუზის სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძულები არ დაიკავა, რაც ირანს მთავარი ბერკეტის გარეშე დატოვებდა.

„ან საერთოდ არ უნდა დაიწყო ომი, ან რისკზე წასვლა უნდა შეგეძლოს“, — წერს პოლიტოლოგი.

მისივე შეფასებით, შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა ტრამპი რესპუბლიკური პარტიისთვის უფრო სუსტ პოლიტიკურ ფიგურად აქციოს. ამასთან, ნოდია ვარაუდობს, რომ ადმინისტრაციის შიგნით გაძლიერდებიან ე.წ. „restrainer“-ები, რომლებიც იზოლაციონისტურ მიდგომებს ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ აშშ საერთაშორისო კონფლიქტებში ნაკლებად უნდა ერეოდეს.

პოლიტოლოგი დასძენს, რომ ტრამპის ოპონენტებს შესაძლოა მისი პოლიტიკური წარუმატებლობა ახარებდეთ, თუმცა, მისი შეფასებით, ირანის მსგავსი მოთამაშეების გაძლიერებაში დადებითი არაფერია.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ბასილაშვილი: ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ჩემთვის ნულის ტოლფასია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა